Previous slide
Next slide

ოროკო ლისი

ოროკო ლისს გამოარჩევს სივრცითი განვითარების მკაფიო ჩარჩო. ტერასულ რელიეფზე შენდება არქიტექტურულად მისადაგებული სახლები. სახლებს ახასიათებთ ლანდშაფტის შესაბამისი პროპორცია, ინდივიდუალიზმი და საერთო ანსამბლთან თავსებადობა. იმისთვის, რომ ოროკო ლისი დახვეწილი ესთეტიკის მქონე ჰარმონიული უბანი იყოს და არა მხოლოდ ლამაზი სახლების ერთობლიობა, ოროკო ქონსთრაქშენი საერთო სივრცეებს გეგმის მიხედვით მოაწყობს, მშენებლობის, ღობეების, გამწვანების და გარე განათების ჩათვლით.
ოროკო ლისის ეზოებიდან თბილისის და მისი შემოგარენის შთამბეჭდავი ხედი იშლება. გონივრულად დაგეგმილი და მაღალი ხარისხით ნაშენები სახლები ერთმანეთს არ ჩრდილავს. ინფრასტრუქტურა მოიცავს ყველა ცენტრალურ კომუნიკაციას, გზას პარკინგის ზოლით და ორ სკვერს. უბანი ლისის ტბიდან რვა კილომეტრში, ათი წუთის სავალზეა.აქ თბილისში ხართ და ამავდროულად ქალაქგარეთ. ტყის პირას ჰაერი სუფთა და ზაფხულში რამდენიმე გრადუსით გრილია. ოროკო ლისი არის ცხოვრების მაღალი სტანდარტი.
ოროკო -

მიწა ბაქან-ბაქანად მოვაკებული (სულხან-საბა, სიტყვის კონა)

ნაკვეთები

ინფრასტრუქტურა

ცენტრალური წყლის, წყალარინების და სანიაღვრე ქსელები

მიწაში ჩაფლული აირის, ინტერნეტის და ელექტრო სადენები

ასფალტირებული გზა პარკინგის ზოლით და გარე განათებით

ცენტრალური სკვერი მოედნებით და სკამებით

სახლები

მშენებლობა

კონტრაქტის ეტაპები

1.

ნაკვეთის და სახლის შერჩევა

ფასში შედის ყველა კომუნიკაცია, საერთო სივრცეების მოწყობა, გზა პარკინგის ზოლით, არქიტექტურული პროექტი და სახლის მშენებლობა

2.

პროექტის მოდიფიკაცია

საჭიროების შემთხვევაში არქიტექტორი სახლის პროექტს თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგებს. ამ ეტაპზე დაზუსტდება განვადების/სესხის პირობები

3.

მშენებლობა

შეთანხმებული გეგმა. ეტაპობრივი გადახდა. აუცილებელი მინიმუმი: კონსტრუქციის და ფასადის დასრულება ალუმინის კარ-ფანჯრების ჩათვლით, ასევე შიდა შავი სამუშაოს დასრულება

4.

ეზოს მოწყობა

იდენტური ღობე ყველა ეზოს. შიდა პარკინგის სივრცე, გაზონი, სარწყავი სისტემა და გამწვანება წინასწარ შეთანხმებული გეგმით

ვაკანტური

ნაკვეთი # 2

ფართობი

617.1 მ²

საკადასტრო კოდი

72.16.24.477

დაგვიკავშირდით

ვაკანტური

ნაკვეთი # 1

ფართობი

525 მ²

საკადასტრო კოდი

72.16.24.476

ფასი

115 434 $

დაგვიკავშირდით